ირაკლი ჩარკვიანი - მენატრება

Lyrics

ისევ ამოდის თეთრი მთვარე
და სიყვარული მოგონებას გავს
შენზე ოცნება შევიყვარე
და ეს სიმღერა არ მანებებს თავს

მენატრება, მენატრება
მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა
მენატრება, მენატრება
მენატრება შენი ნაზი ხმა

ისევ შორს დავრჩი, ისევ მარტო
შენზე ფიქრი თუ შემომიღებს კარს
მე აღარ მახსოვს შენი ქუჩა
და ამ სიმღერას გამოვატან ქარს

მენატრება, მენატრება
მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა
მენატრება, მენატრება
მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა

ვიცი ვერ გნახავ დიდი ხანი
და ყვავილებით ვერ მოგირთავ თავს
არ მავიწყდება შენი კანი
და მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა

მენატრება, მენატრება
მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა
მენატრება, მენატრება
მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა

მენატრება, მენატრება
მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა
მენატრება, მენატრება
მენატრება შენი ნაზი ხმა, შენი ხმა
Thanks to Lyho for ირაკლი ჩარკვიანი - მენატრება Lyrics.